Wednesday, October 16, 2019

საწრეო მუშაობის გეგმა - III კლასი


სსიპ. ქ. აბაშის №2 საჯარო სკოლაში ესთეტიკის კათედრაზე იხსნება მუსიკის წრე „პატარა მუსიკოსები“, მე-3 კლასის მოსწავლეებისათვის. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ: ოთხშაბათი - პარასკევი 1430 სთ, I სემესტრის განმავლობაში.
ხელძღვანელი:  ლ. მიგინეიშვილი
მსურველებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ სკოლის დირექციას
დასაწყისი:  16.10.2019 
                      
საწრეო მუშაობის გეგმა


წრის დასახელება: „პატარა მუსიკოსები“
სკოლა: ქ. აბაშის №2 საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: III კლასის მოსწავლეები
მასწავლებელი: ლალი მიგინეიშვილი
სასწავლო წელი: 2019-2020 სასწ. წელი ( I სემესტრი, კვირაში 2 სთ. ოთხშაბათი, პარასკევი)
საწრეო მუშაობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება. მოსწავლეს უნვითარდება პრაქტიკული უნარები, რაც ხელს უწყობს საკუთარი თავის აღმოჩენაში, გამოხატვასა და განვითარებაში. მღერის, უკრავს, ცდილობს შექმნას მუსიკა - მარტივი - მელოდიურ-რიტმული კომპოზიციები. მოსწავლე იყენებს და ეუფლება ხელოვნების სხვა დარგების გამომსახველობით სხვა საშუალებებსაც - ცეკვავს, გაითამაშებს თეატრალურ ეტიუდებსა და სცენებს, ხატავს, თხზავს ტექსტს. ასევე სწავლობს მუსიკალურ დამწერლობას. შემოქმედებითი აქტივობების დროს - სიმღერა, დაკვრა, ცეკვა, პრეზენტაცია, სცენის გათამაშება. ამის შედეგად ბავშვებს უნვითარდებათ წარდგენის, აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა და ეჩვევა საკუთარი ემოციების, ქცევის მართვას.

მეთოდები რომლის გამოყენებასაც ვგეგმავ საწრეო მუშაობის პროცესში: ორიენტირებული კითხვა;
გონებრივი იერიში;
როლური თამაში;
დისკუსია;
პერსონაჟის რუკა.

საწრეო მუშაობის პროგრამა
ხანგძლივობა
შეხვედრის თარიღი
რესურსი
1.       
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა
1 საათი
16.10.2019
ფურცელი, კალამი, სია, ჟურნალი
2.       
„პატარა მუსიკოსები“
1 საათი
18.10.2019
წიგნი
3.       
სად ცხოვრობენ „მხიარული ნოტები“.
რ. როჯერსის „დო, რე, მი“.
კ/ფ „მუსიკის ჰანგები“
1 საათი
23.10.2019
წიგნი, რვეულიკალამი, ფერადი ფურცლები და ფანქრები
4.       
მოსწავლეთა მიერ დადგმული თოჯინების თეატრი
1 საათი
25.10.2019
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები, დაფა და ცარცი
5.       
ხალხური სიმღერების გაცნობა და შესწავლა.
„მზე შინა“, „იმერული მგზავრული“, „შინა ვორგილ“, „კირიალესა“
2 საათი
30.10.2019
01.11.2019
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი, მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
6.       
ნახატებით ნაამბობი.
დახატე და გააფერადე ნოტები
1 საათი
06.11.2019
წიგნი
7.       
„პატარა ლუი“ (კითხვა). წაკითხულის გააზრება ილუსტრაციების შექმნა.
2 საათი
08.11.2019
13.11.2019
წიგნი, რვეულიკალამი, ფერადი ფურცლები და ფანქრები
8.       
ვიდეოს მოსმენა. გუსტავ ჰოლსტის სიმფონიური სიუიტის „პლანეტების მუსიკა“
2 საათი
15.11.2019
20.11.2019
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები, დაფა და ცარცი
9.       
წავიკითხოთ ნაწარმოები. ვნახოთ მულტფილმი „სიზმარა“. აღნიშნულ ზღაპარზე მოვაწყოთ ინსცენირება
2 საათი
22.11.2019
27.11.2019
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი, მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
10.   
ერთად ვიმღეროთ გუნდში. გუნდი და მისი წყობა. კითხვა-პასუხი. მოსმენა ბეთჰოვენის საგუნდო ნაწარმოების
1 საათი
29.11.2019
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები, კომპიუტერი
11.   
საბავშვო კომპოზიტორის მერი დავითაშვილის გაცნობა და მისი სიმღერების მოსმენა.
კადრები მულტფილმიდან „წუნა და წრუწუნა“, „ჩხიკვტა ქორწილი“
2 საათი
04.12.2019
06.12.2019
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი, მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
12.   
შეჯამება
1 საათი
11.12.2019
რვეული, კალამი





    დღეს ჩემმა მოსწავლეებმა „მხიარული ნოტები“ რ. როჯერსის „დო, რე, მი“. კ/ფ „მუსიკის ჰანგები“ მოისმინეს




დღეს ჩემმა მოსწავლეებმა ზღაპრის პერსონაჟები დახატეს






ჩვენ ვკითხულობთ ზღაპრებს და ვხატავთ პერსონაჟებს






პატარები საკუთარ სათქმელს ნახატებით გადმოსცემენ











იხილეთ ბმული: https://ilmigineichvil.blogspot.com/

No comments:

Post a Comment