Monday, October 7, 2019

საწრეო მუშაობის გეგმა - V კლასი

სსიპ. ქ. აბაშის №2 საჯარო სკოლაში ესთეტიკის კათედრაზე იხსნება მუსიკის წრე „ზღაპრული სამყარო მუსიკაში“, მე-5 კლასის მოსწავლეებისათვის. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ:ორშაბათი - ხუთშაბათი 1430სთ, I სემესტრის განმავლობაში. ხელძღვანელი: ლ. მიგინეიშვილი
მსურველებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ სკოლის დირექციას დასაწყისი:07.10.2019

 საწრეო მუშაობის გეგმა

წრის დასახელება: „ზღაპრული სამყარო მუსიკაში“
სკოლა: ქ. აბაშის 2 საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი:კლასის მოსწავლეები
მასწავლებელი: ლალი მიგინეიშვილი
სასწავლო წელი: 2019-2020 სასწ. წელი ( I სემესტრი, კვირაში 2 სთ. ორშაბათი, ხუთშაბათი)
საწრეო მუშაობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის გაღრმავება. შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება. ძირითადი სამეტყველო უნარების განვითარება (კითხვა, მოსმენა, საუბარი). გამოიმუშავოს მხატვრული კითხვისა და ზეპირი მეტყველების კულტურა. საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მხატვრული ნაწარმოების მიმართ. მოსწავლეებში მუსიკის მოსმენისა და შინაარსის წდომის უნარ-ჩვევების გამომუშავება. ბავშვებში მუსიკალური ინტონაციების ამოცნობისა და წარმოსახვის უნარების განვითარების შედეგად, შეძლებენ ამა თუ იმ ნაწარმოების შინაარსის გააზრებას და მსოფლიო მუსიკალური საგანძურის სწორად შეფასებასა და დაფასებას.

მეთოდები რომლის გამოყენებასაც ვგეგმავ საწრეო მუშაობის პროცესში: ორიენტირებული კითხვა;
გონებრივი იერიში;
როლური თამაში;
დისკუსია;
პერსონაჟის რუკა;
პერსონაჟის რუკა;

საწრეო მუშაობის პროგრამა
ხანგძლივობა
შეხვედრის თარიღი
რესურსი
1.       
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა
1 საათი
10.10.2019
ფურცელი, კალამი, სია, ჟურნალი
2.       
ქართული ხალხური ზღაპარი „მუჭანახევარა“
1 საათი
17.10.2019
წიგნი
3.       
მინი თეატრი „მძინარე მზეთუნახავი“
1 საათი
21.10.2019
წიგნი, რვეულიკალამი, ფერადი ფურცლები და ფანქრები
4.       
მოსწავლეთა მიერ დადგმული თოჯინების თეატრი
1 საათი
24.10.2019
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები, დაფა და ცარცი
5.       
ავსტრიელი კომპოზიტორი  - ვ.ა. მოცარტის შემოქმედების გაცნობა, ფრაგმენტების მოსმენა ოპერა „ჯადოსნული ფლეიტა“
2 საათი
28.10.2019
31.10.2019
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი, მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
6.       
საბავშვო ზღაპრის კითხვა (გუთნის დედა და სოვდგარი) წაკითხვის გააზრება, ილუსტრაციების შექმნა
1 საათი
04.11.2019
წიგნი
7.       
ნახატებით ნაამბობი პერსონაჟები
2 საათი
07.11.2019
11.11.2019
წიგნი, რვეულიკალამი, ფერადი ფურცლები და ფანქრები
8.       
ამოირჩიე და გააფორმე მუსიკალურაად შენი საყვარელი ზღაპარი
2 საათი
14.11.2019
18.11.2019
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები, დაფა და ცარცი
9.       
წავიკითხოთ ნაწარმოები, ვნახოთ მულთფილმი, აღნიშნულ ზღაპარზე მოვაწყოთ ინსცენირება (ს. პროკოფიევის „პეტია და მგელი“)
2 საათი
21.11.2019
25.11.2019
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი, მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
10.   
იმსჯელონ და დაადგინონ რომელი მუსიკალური ეპიზოდი გამოსახავს ზღაპრულ პერსონაჟს და რომელი შეიძლება ასახავდეს რეალურ ან გამოგონილ ზღაპრულ გმირს.
1 საათი
28.11.2019
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები, კომპიუტერი
11.   
ამოირჩიონ რომელიმე მუსიკალური ფრაგმენტი და მის ფონზე წაიკითხონ  პ. ჩაიკოვსკის ბალეტი “გედების   ტბის“ მოკლე შინაარსი
2 საათი
02.12.2019
05.12.2019
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი, მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
12.   
შეჯამება
1 საათი
09.12.2019
რვეული, კალამი





დღეს ჩემმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ხალხური ზღაპარი „მუჭანახევარა“



დღეს ჩემმა მოსწავლეებმა დახატეს ზღაპრის გმირები







ჩვენ ვკითხულობთ ზღაპრებს და ვხატავთ პერსონაჟებს












რეფლექსია
   2019 წელის I სემესტრში გადავწვიტე მოსწავლეებთან დამეწყო დამატებითი საწრეო მუშაობა. დავაარსე წრე „ზღაპრული სამყარო მუსიკაში“ V კლასის მოსწავლეებთან კვირაში ორჯერ სახალისო აქტივობებით დამემეგობრებინა წიგნთან კერძოდ: როლური თამაშებით, ისცენირებებით, ნახატებით გადმოგვეცა წიგნში წაკითხული და საკუთარი ინტერპრეტაციით გაგვეცოცხლებინა სიუჟეტები. შევქმენი ბლოგი, სადაც დავდე ინფორმაცია წრის შესახებ და განვათავსე სამუშაო გეგმა. წრეში გაწევრიანდა 17 მოსწავლე. ისინი პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაერთვნენ საწრეო მუშაობაში, ვკითხულობდით ზღაპრებს, განვიხილავდით ზღაპრის (შესაძლებლობის ფარგლებში) ვიწონებდით ან ვიწუნებდით მათ ქმედებებს და მოგვყავდა მაგალითები მსგავს სიტუაციაში ჩვენ როგორ ვიქცეოდით. მოსწავლეები ნახატებით გადმოსცემდნენ ზღაპრის გმირებს, ვაწყობდით მინი სპექტაკლებს, ვუყურებდით მულტფილმებს აღნიშნული ზღაპრების.
   საწრეო მუშაობა დაეხმარა მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებაში, წაკითხული ტექსტის გააზრებასა და გადმოცემაში. ამავე დროს ისინი თავისუფლად და დამაჯერებლად გადმოსცემდნენ საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და ნაწარმოების მიმართ.
   ვფიქრობ მიზანს მივაღწიე და წრის მუშაობამ შედეგი გამოიღო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საწრეო მუშაობა გაკვეთილების ბოლოს ტარდებოდა, მოსწავლეები იღლებოდნენ, მათი განტვირთვითვის სასარგებლო იქნებოდა გარემოს შეცვლა თუდაც ძირს დაფენილ ფარდაგზე დასხდომა და უფრო თავისუფალი გარემოს შექმნა. მომავალი წლისთვის ისევ ვგეგმავ მსგავს აქტივობას და ვფიქრობ გარემო მოვარგო საჭიროებას. რთულია გაკვეთილების შემდეგ ისევ მერხთან ჯდომა. საწრეო მუშაობა უნდა განსხვავდებოდეს საგაკვეთილო პროცესისაგან, სწორად შერჩეული გარემო კი უფრო აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და შედეგიც უფრო თვალსდაჩინო იქნება.

No comments:

Post a Comment