პროექტის მთავარი თემა იყო _ ზ. ფალიაშვილი ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი.
2011 წლის 21 დეკემბერს IX კლასში ჩავატარე ლექცია-საუბარი, რომელსაც ესწრებოდა 23 მოსწავლე, აგრეთვე ჩემი კოლეგები და დირექტორი ქალბატონი ჯილდა ცომაია.
პროექტის მიზანი იყო: ბავშვები გაცნობოდნენ ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, რამეთუ მან დიდი როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში. მისი საუკეთესო ქმნილებებით საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში.
პირველად ლექცია დავიწყე ზ. ფალიაშვილის ბიოგრაფიით, კომპიუტერის საშუალებით დამსწრეებს მოვასმენინე “საქართველოს ნიმნი” და ბავშვებს
განვუმარტე, რომელი ოპერიდან იყო ის. შემდეგ მოვასმენინე ოპერა “დაისიდან” _ “ცეკვა ქართული”, “ცანგალა და გოგონა”, დამისხი დამალევინე”, ღვინო კახურო”, “თაო ჩემო ბედი არ გიწერია”.
ლექცია-სუაბრის მსვლელობისას ჩავრთე აქტივობები. ბავშვებს მოვაყოლე ოპერების “აბესალომ და ეთერისა” და დაისის” მოკლე შინაარსი. შიგადაშიგ ვასმენინებდი არიებს ოპოერიდან.
ძირითადი გამოყენებული რესურსები იყო: თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლობედია, ვიკისაწყობში არსებული ინფორმაცია ზ. ფალიაშვილის შესახებ, ინტერნეტი, აუდიო დისკი, მოსწავლეთა წიგნი და თვალსაჩინოება დაფაზე _ ზაქარია ფალიაშვილის სურათები.
ამრიგად, პროექტი წარმატებულად შემიძლია ჩავთვალო, რადგანაც მიზანი იყო
ბავშვებისათვის და მასწავლებლებისათვის მარტივი და გასაგები ენით გამეცნო ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფია და ახალი კუთხით დამენახვებინა მისი შემოქმედება. შედეგიც თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად იქნა წარმოჩენილი.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) ლალი მიგინეიშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: l.migineichvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი. l.migineichvili.blogspot.com
პროექტი გაშუქებულ იქნა აბაშის მუნიციპალიტეტის ვებ. გვერდზე: www.abasha.ge
No comments:
Post a Comment