სსიპ. ქ. აბაშის
№2 საჯარო სკოლაში ესთეტიკის კათედრაზე იხსნება მუსიკის წრე „პატარა მუსიკოსები“,
მე-3 კლასის მოსწავლეებისათვის. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ: ოთხშაბათი
- პარასკევი 1430 სთ, I სემესტრის განმავლობაში.
ხელძღვანელი: ლ. მიგინეიშვილი
მსურველებს შეუძლიათ
განცხადებით მიმართონ სკოლის დირექციას
დასაწყისი: 16.10.2019
საწრეო მუშაობის გეგმა
წრის დასახელება: „პატარა მუსიკოსები“
სკოლა: ქ. აბაშის №2 საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: III კლასის მოსწავლეები
მასწავლებელი: ლალი მიგინეიშვილი
სასწავლო წელი: 2019-2020 სასწ. წელი ( I სემესტრი, კვირაში 2 სთ.
ოთხშაბათი, პარასკევი)
საწრეო მუშაობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა
და განვითარება. მოსწავლეს უნვითარდება პრაქტიკული უნარები, რაც ხელს უწყობს საკუთარი
თავის აღმოჩენაში, გამოხატვასა და განვითარებაში. მღერის, უკრავს, ცდილობს შექმნას
მუსიკა - მარტივი - მელოდიურ-რიტმული კომპოზიციები. მოსწავლე იყენებს და ეუფლება ხელოვნების
სხვა დარგების გამომსახველობით სხვა საშუალებებსაც - ცეკვავს, გაითამაშებს თეატრალურ
ეტიუდებსა და სცენებს, ხატავს, თხზავს ტექსტს. ასევე სწავლობს მუსიკალურ დამწერლობას.
შემოქმედებითი აქტივობების დროს - სიმღერა, დაკვრა, ცეკვა, პრეზენტაცია, სცენის გათამაშება.
ამის შედეგად ბავშვებს უნვითარდებათ წარდგენის, აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა
და ეჩვევა საკუთარი ემოციების, ქცევის მართვას.
მეთოდები რომლის გამოყენებასაც ვგეგმავ საწრეო მუშაობის
პროცესში: ორიენტირებული კითხვა;
გონებრივი იერიში;
როლური თამაში;
დისკუსია;
პერსონაჟის რუკა.
№
|
საწრეო
მუშაობის პროგრამა
|
ხანგძლივობა
|
შეხვედრის
თარიღი
|
რესურსი
|
1.
|
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა
|
1 საათი
|
16.10.2019
|
ფურცელი, კალამი, სია, ჟურნალი
|
2.
|
„პატარა მუსიკოსები“
|
1 საათი
|
18.10.2019
|
წიგნი
|
3.
|
სად ცხოვრობენ „მხიარული ნოტები“.
რ. როჯერსის „დო, რე, მი“.
კ/ფ „მუსიკის ჰანგები“
|
1 საათი
|
23.10.2019
|
წიგნი, რვეულიკალამი, ფერადი ფურცლები და ფანქრები
|
4.
|
მოსწავლეთა მიერ დადგმული თოჯინების თეატრი
|
1 საათი
|
25.10.2019
|
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები,
დაფა და ცარცი
|
5.
|
ხალხური სიმღერების გაცნობა და შესწავლა.
„მზე შინა“, „იმერული მგზავრული“, „შინა ვორგილ“,
„კირიალესა“
|
2 საათი
|
30.10.2019
01.11.2019
|
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი,
მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
|
6.
|
ნახატებით ნაამბობი.
დახატე და გააფერადე ნოტები
|
1 საათი
|
06.11.2019
|
წიგნი
|
7.
|
„პატარა ლუი“ (კითხვა). წაკითხულის გააზრება ილუსტრაციების
შექმნა.
|
2 საათი
|
08.11.2019
13.11.2019
|
წიგნი, რვეულიკალამი, ფერადი ფურცლები და ფანქრები
|
8.
|
ვიდეოს მოსმენა. გუსტავ ჰოლსტის სიმფონიური სიუიტის
„პლანეტების მუსიკა“
|
2 საათი
|
15.11.2019
20.11.2019
|
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები,
დაფა და ცარცი
|
9.
|
წავიკითხოთ ნაწარმოები. ვნახოთ მულტფილმი „სიზმარა“.
აღნიშნულ ზღაპარზე მოვაწყოთ ინსცენირება
|
2 საათი
|
22.11.2019
27.11.2019
|
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი,
მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
|
10.
|
ერთად ვიმღეროთ გუნდში. გუნდი და მისი წყობა. კითხვა-პასუხი.
მოსმენა ბეთჰოვენის საგუნდო ნაწარმოების
|
1 საათი
|
29.11.2019
|
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები,
კომპიუტერი
|
11.
|
საბავშვო კომპოზიტორის მერი დავითაშვილის გაცნობა
და მისი სიმღერების მოსმენა.
კადრები მულტფილმიდან „წუნა და წრუწუნა“, „ჩხიკვტა
ქორწილი“
|
2 საათი
|
04.12.2019
06.12.2019
|
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი,
მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
|
12.
|
შეჯამება
|
1 საათი
|
11.12.2019
|
რვეული, კალამი
|
დღეს ჩემმა მოსწავლეებმა „მხიარული ნოტები“ რ. როჯერსის „დო, რე, მი“. კ/ფ „მუსიკის ჰანგები“ მოისმინეს
დღეს ჩემმა მოსწავლეებმა ზღაპრის პერსონაჟები დახატეს
ჩვენ ვკითხულობთ ზღაპრებს და ვხატავთ პერსონაჟებს
პატარები საკუთარ სათქმელს ნახატებით გადმოსცემენ